пятница, 18 марта 2016 г.

სასწავლო პროექტის გეგმ

                           
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ლელა გიორგობიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ლაილაშის საჯარო სკოლა
ქალაქი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ვიტამინები და  ჯანმრთელობა.
თემის შინაარსი
ბიოლოგიის სწავლების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა მოსწავლეებისათვის ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეეცდებიან გამოავლინონ რამდენად მნიშვნელოვანია ვიტამინები ჩვენი ჯამრთელობისათვის. .ჩვენ ყოველდრიურად ვიღებთ საკვებ პროდუქტს, მაგრამ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას მდენად ნატურალურია  იგი და შეიცავს თუ არა ვიტამინებს. დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული უამრავი დაავადება რაც პრობლემებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას,.ამ პრობლემის მოგვარების მიზნით    მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან ვიტამინებს და მათ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.. მოახდენენ მოსახლეობის გამოკითხვას, თუ რომელ პროდუქტს იყენებენ უფრო ხშირად საკვებად. შეადგენენ ბროშურებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და გაავრცელებენ  მათი ინფორმირების მიზნით.

საგანი
ბიოლოგია
დონე/კლასი  
მე-10კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბიოლ.X.7.2 ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ზრდისავის და ენერგიით მომარაგებისათვის.
ბიოლ. X.7.4 იკვლევს საკვების შემადგენლობას (ორგანული და არაორგანული ნივთიერებები,
                    ვიტამინები)კვებით ღირებულებას და ენერგიის შემცველობას,
                    აანალიზებს  დაბალანსებული კვებითი რაციონის და თითოეული კომპონენტის
                    მნიშვნელობას    ორგანიზმისათვის.
კვლ.X.2მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა
კვლ.X.4მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

      
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
·                     მოსწავლეები შეაგროვებენ, გააანალიზებენ ,  ორგანიზებასგაუკეთებენ,დაამუშავებენ და  შეაფასებენ ინფორმაციას.
·                     მოსწავლეები  წარმოადგენენ  დამაჯერებელ პრეზენტაციას გრაფიკების,ცხრილების ან სხვა ვიზუალური საშუალებების გამოყენებით. 
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  რა მნიშბნელობა აქვს ნატური პროდუქტებით კვებას ადამიანის ჯამრთელობისათვის?

თემატური კითხვები
რა არის ვიტამინები?
რა მნიშვნელობა აქვს ვიტამინებს ადამიანის ჯამრთელობისათვის?
რა ჯგუფის ვიტამინებს ვიცნობთ?
შინაარსობრივი კითხვები
რა უარყოფითი შედეგი შიძლება გამოიწვიოს ვიტამინების არასწორმა გამოყენებამ?
რატომ იხოცებოდნენ მეზღვაურები ხანგრძლივი ექსპედიციისას ?
რას უნდა ნიშნავდეს ტერმინი „ავიტამინოზი„?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ

გონებრივიიერიში
დისკუსია

ვ-მ-ვ  დიაგრამა
ჩანაწერთა დღიური
გამოკითხვა

მოსწავლეების ნამუშევრების შემოწმება
თვით-შეფასება

ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
პრეზენტაციის ჩეკლისტი

პროექტის შეფასების რუბრიკა
რეფლექსიები ბლოგებზე.

პრეზენტაცია.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
ვ-მ-ვ  დიაგრამა გამოვიყენებ საწყის ეტაპზე მზაობისა და ინტერესის დასადგენად და მეტაშემეცნების უნარების განვითარებისათვის სასწავლო პროექტის განხორციელებისას.
გონებრივი იერიში - მოსწავლეები  აგენერირებენ საკითხთან დაკავშირებულ განმარტებებსა და იდეებს და ქმნიან შემოქმედებით კავშირს ცოდნასა და ახალ შესაძლებლობებს შორის.
 გამოკითხვის  სტრატეგიებს  მოსწავლეების სწავლის პროგრესის, გაგების შემოწმების, მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენების წახალისებისათვის გამოვიყენებ. გამოკითხვა მიმდინარეობს მოსწავლეების ჯგუფური ან ინდივიდუალური სამუშაოს მსვლელობისას. მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს პროექტის მსვლელობისას არაერთხელ დავუბრუნდებით, რათა ვაწარმოო უკუკავშირი.
  მოსწავლეების ნამუშევრის შემოწმება მაჩვენებს, თუ რამდენად გაიგო მან საკითხი, რა  მოლოდინები აქვს მას და იძლევა შესაძლებლობას, რომ ხარისხიანად შეფასდეს უკვე ჩატარებული სამუშაო, ასევე კარგად დაიგეგმოს მომავალი პრაქტიკული სამუშაო.
 თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, რომ შეაფასონ მათი პროგრესი, აზროვნება და სწავლა, ასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად.
   პრეზენტაციის რუბრიკას  გამოვიყენებ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის შესაფასებლად და ასევე მოსწავლეების მიღწევებზე ფოკუსირების მიზნით.
  რეფლექსია მოსწავლეები აკეთებენ რეფლაქსიას იმის შესახებ თუ რა ისწავლეს პროექტის ფარგლებში ხშირად უბრუნდებიან არსებით კითხვებს „როგორ გვეხმარება ბიოლოგია სამყაროს შემეცნებაში?“ და რა მნიშვნელოვანია სწორი დაბალანსებული კვება ჩვენი ჯამრთელობისათვის.  მოსწავლეები მოწმებენ თავიანთი კვლევას და თანატოლთა პრეზენტაციებს. რეფლექსიებს გამოვიყენებ პროექტის მსვლელობისას მოსწავლეთა ზრდის შესაფასებლად. 
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კონცეპტუალური ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისში
სასწავლო პროცედურები
მომზადების ეტაპი
პროექტზე მუშაობას ზოგადი შეკითხვით დავიწყებ „როგორ გვეხმარება ბიოლოგია სამყაროს შემეცნებაში?“  გამოვიყენებ გონებრივი იერიშის სტრატეგიას , გავეცნობი და ჩავინიშნავ მოსწავლეთა პასუხებს. შემდეგ გადავალ თემატურ  კითხვებზე.

მოსწავლეები ავსებენ ვ-მ-ვ დიაგრამას.   მოსწავლეებს განვუმარტავ რომ დიაგრამაში მათ მიერ გამოთქმული ვარაუდების შემოწმებას და  კითხვებზე სწორი პასუხების მოპოვებას  ისინი შეძლებენ პროექტის „ჩვენი ცხოვრება ვიტამინების გარეშე“ განხორციელებისას.
პროექტის სცენარის გაცნობა
პროექტის პირველ ეტაპზე ჩაატარონ კვლევა , რომელიც  ეუძნება შემდეგ დავალებებს:
  მოიძიონ ინფორმაცია  ვიტამინების შესახებ სასაწავლო სახელმძღვანელოებშ და ინტერნეტის საშუალებით.
  მოამზადონ კითხვარი და ჩაიწერონ ინტერვიუები თანატოლებისაგან თემაზე ,,რამდენად ხშირად უწევთ ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა”
მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება პროექტის მომდევნო ეტაპზე გადასვლას ახდენს. ამ ეტაპის დავალებაა:
·         ჩაატარონ გამოკითხვები თანატოლებთან და უფროსებთან  რამდენად ხშირად უხდებათ ნატური და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტით კვება?“
·     

პროექტის ბოლო დასკვნითი ეტაპის დავალებაა  კვლევის საფუძველზე მოამზადონ პრეზენტაცია
ინფორმაციის შეგროვება და შესწავლა      (2 კვირა)
ინფორმაციის  შეგროვების  დაწყებამდე  გავმართავ  დისკუსიას  საჭირო  ინფორმაციის მოპოვების ეფექტური გზების შესახებ. მოსწავლეებს ვთხოვ განიხილონ ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა გზები და ინსტრუმენტები, თუ დისკუსიისას არ დასახელდა ინფორმაციის მოპოვების ერთერთ საშუალებად დაკვირვება, რეკომენდაციას მივცემ დაამატონ დაკვირვება ინფორმაციის მოპოვების დასახელებულ გზებს.
მოსწავლეებს მივაწოდებ სასარგებლო ვებგვერდების მისამართებს, ასევე ვურჩევ ინფორმაციისმოსაძებნად გამოიყენონ საძიებო სისტემა google.com, ხოლო ინფორმაციის შეგროვებისა და ჩაწერისათვის შეუძლიათ გამოიყენონ Excel-ის ფურცელი , რომელიც დაეხმარებათ პრეზენტაციის მომზადებისას სამუშაოს ორგანიზებაში.
მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ შეკითხვების ჩამონათვალს, რომელიც ინტერვიუს ჩატარებისას დაეხმარება მოსწავლეებს.
ერთმანეთთან და რესპოდენტებთან კომუნიკაციისთვის შესაძლებელია ელ-ფოსტით სარგებლობა. მოსწავლეებს გავაცნობ ინტერნეტითა და ელ-ფოსტით სარგებლობის ეთიკურ და იურიდიულ საკითხებს)
დასკვნების გაკეთება კვლევის საფუძველზე  (1 კვირა)
მოსწავლეების მიერ ვიტამინების შესახებ ინფორმაციის მოგროვებისა და  ორგანიზების შემდეგ ,ისინი განსაზღვრავენ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი დაბალანსებული კვება. შეეცდებიან უპასუხონ პროექტის თემატურ და შინაარსობრივ  კითხვებს.
პრეზენტაციის მომზადება ჩატარება (1 კვირა)
კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაგროვეს ინფორმაცია და ჩაატარეს პრეზენტაციები კლასში.

პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, დავავალებ მოსწავლეებს,გამოაქვეყნონ ბლოგზე საკუთარი ნაშრომები  რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს,  მოახდინონ ნაშრომის დემონსტრირება, მიიღონ შესაბამისი უკუკავშირი სხვა ჯგუფების, მშობლების, ელფოსტით დაკავშირებული თანატოლების მხრიდან, რაც სცდება საკლასო ოთახის ფარგლებს და აქტივობის მასშტაბურობას უზრუნველყოფს.









დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები
გამოიყენეთ დამატებითი ნიმუშები, შეუქმენით პრეზენტაციის შაბლონი.
ჩართეთ მოსწავლე შედარებით მაღალი დონის უნარ-ჩვევის მქონე მოსწავლეების ჯგუფში; მიეცით უფლება შეიტანოს ჩანაწერები სამუშაო დღიურში.
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
მოსწავლეს მიეცით უფლება , პრეზენტაცია მშობლიურ ენაზე დაწეროს  და შემდგომ თარგმნოს.
მიაწოდეთ ვიზუალური მოდელები შეძლებისდაგვარად.
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
შეისწავლოს რომელი საკვები პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და შეეძლოთ ვიტამინების აღმოჩენა სხვადასხვა საკვებ პროდუქტებში.

.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
·         საქაღალდეები და ინფორმაციის შესანახი მოწყობილობა მოსწავლის ელექტრონული და ბეჭდვითი ნამუშევრებისთვის
ერთი საკლასო კონტეინერი, სადაც შენახული იქნება სოკრატესეული დისკუსიისთვის გამოყენებული ფურცლები, კალმები და მარკერები
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.






Комментариев нет:

Отправить комментарий